воскресенье, 8 ноября 2009 г.

    1. პროექტის სახელი: ექსკურსია ქ. რუსთავის სააქციო საზოგადოება ”ენერჯი ინვესტი” საწარმოო გაერთიანება ”აზოტში”
    2. პროექტის მოკლე აღწერა: პროგრამული მასალიდან გამომდინერე მოსწავლეებმა უნდა მოაწყონ სასკოლო ექსკურსია ქ. რუსთავის სააქციო საზოგადოება ”ენერჯი ინვესტი” საწარმოო გაერთიანება ”აზოტში”,
    3. პროექტის სრული აღწერა: XI კლასის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს საგნის მასწავლებელთან და დამრიგებელთან ერთად წასულიყვნენ სასკოლო ექსკურსიზე ქ. რუსთავის სააქციო საზოგადოება ”ენერჯი ინვესტი” საწარმოო გაერთიანება ”აზოტში”.

      ამისათვის საჭიროა გათვალონ მოსწავლეთა რაოდენობა და ტრანსპორტირების ხარჯი, მხოლოდ ამის შემდეგ ეწყობა მსვლელობა საწარმოში.

      მასწავლებელმა წინასწარ კლასში შექმნა ჯგუფები, რომელთაც დაევალათ კონკრეტული ინფორმაციის მოძიება, ექსკურსიის მსვლელობისას კი ამ ჯგუფებმა უნდა განახორციელონ მოპოვებული ინფორმაციების პრაქტიკაში გამოყენების ზეპირი პრეზენტაცია;

      ექსკურსია იწყება გარემოს დაცვის ლაბორატორიის ნახვით, სადაც ხდება გამდინარე წყლის და ჰაერის კონტროლი მავნე ნივთიერებებისგან, შემდეგ უნდა იხილონ სინთეზის საამქრო, სადაც წყალბადისა და აზოტის უშუალო ურთიერთქმედებით მიიღება ამიაკი, აქვე ხდება ნარევის გასუფთავება მავნე მინარევებისაგან. შემდეგია სუსტი აზოტმჟავას საამქრო (ე.წ აკ72), აქ ხდება ამიაკის კატალიზური დაჟანგვა (კატალიზატორი - პლატინა), შემდეგ გადავლენ საცავებში, სადაც ინახება წარმოებული აზოტმჟავა, აქვე განზავებულს ინახავენ ქრომიან ტარაში, კონცეტრირებულს ალუმინის ტარაში. საცავებიდან ტუმბოების საშუალებით გადაიქაჩება წარმოებული აზოტმჟავა სასუქების საამქროებში ( ამონიუმის სულფატის და გვარჯილის საამქროები), სადაც სასუქების ფორმირებისთვის ამატებენ მაგნეზიტს (გრანულების მისაღებად) და ფუთავენ თეთრ ტომრებში.

    1. მონაწილეთა ასაკი: 16 წელი.
    2. ხანგრძლივობა: 3 სთ.
    3. პროექტის შესაძლო აქტივობა კლასში:მასწავლებელმა წინასწარ კლასში შექმნა ჯგუფები, გაანაწილა დავალება: ინფორმაციის მოძიება:
      • ამიაკის აზოტმჟავად დაჟანგვის სამრეწველო ხერხების აღმოჩენის შესახებ;
      • აზოტმჟავას წარმოების სტადიები;
      • წონასწორულობაზე მოქმედი ფაქტორები-ლეშატელიეს პრინციპი;
      • აზოტოვანი სასუქები და მათი გამოყენება.
    1. მოსალოდნელი შედეგი:შეიქმნება ბლოგი, სადაც თვალსაჩინოდ ჩანს თუ რისი ნახვა არის შესაძლებელი აღნიშნულ საწარმოში.
    1. სარგებელი სხვებისათვის:გაიღრმაონ თერიული ცოდნა პრაქტიკული მასალის ხილვით.
    2. სამუშაო ენა: ქართული;
    3. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
    4. ეროვნულ სასწაულ გეგმასთან კავშირი: XI/XII.5. მოსწავლე ახასიათებს ქიმიური ელემენტებისა და ნაერთების თვისებებს, მსჯელობს მათი მნიშვნელობის შესახებ;
    5. პროექტის ფასილიტატორი: ეკა ღუღუნიშვილი;
    6. ფასილიტატორის ელ. ფოსტა: ekaanano@gmail.com;
    7. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: Возможно, формат этой картинки не поддерживается браузером.